2018-10-17
ტრენინგი - „საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის განმტკიცების“ შესახებ
17 ოქტომბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიეტში, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წწ.) ფარგლებში, გაიმართება ტრენინგი - „საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის განმტკიცების“ შესახებ.
ტრენინგის თემებია: სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, კონკორდატი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, ფუნქციები და საქმიანობა (ვალერიან ლილუაშვილი); რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით (დავით დავითაშვილი); შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.