2016-11-18

წიგნის „მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის“ პრეზენტაცია

18 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის წიგნის დღეებზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნის „მართლწერის ლექსიკონი მედიისათვის“ პრეზენტაცია გაიმართება. ლექსიკონი გამოსაცემად მომზადდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში, სპეციალურად მედიის სფეროში მოღვაწეთათვის იმ შეცდომების (თუ უზუსტობათა) გათვალისწინებით, რომლებიც ყველაზე ტიპობრივი ჩანს მათი ზეპირი თუ წერითი მეტყველებისას. წიგნს წარადგენს რედაქტორი – თამარ ვაშაკიძე.

მისამართი: საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონი
« იხ. ყველა ანონსი