2018-11-14

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და IPEC შორის

14 ნოემბერს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრს (IPEC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.  მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი, თსუ პროფესორი ვასილ გონაშვილი მოაწერენ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ აკადემიურ პროექტებსა და ღონისძიებებს. თანამშრომლობის ეტაპები მოიცავს IPEC-ის მხარდაჭერას უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო-პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესებაში; ამასთან, უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირება IPEC-ში, ასევე ისარგებლონ შეღავათებით IPEC-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

ინოვაციურ-პრაქტიკული საგანმანათლებლო ცენტრი (IPEC) საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. ცენტრი უზრუნველყოფს ევროპაში აპრობირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების მომზადებას სხვადასხვა პროფესიულ საკითხებში დისკუსიების, სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების სახით.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია




« იხ. ყველა ანონსი