2015-03-10

"ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია"

10 მარტს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია "ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია" ჩატარდება. მომხსენებელი გახლავთ ამირან კავაძე - ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიასა და შვედეთში, ამჟამად "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" პროფესორი. ლექციაზე დასწრება შეუძლია თსუ-ს მოქმედ სტუდენტებს და ყოფილ სტუდენტებს.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო (EUGBC), საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით, გეგმავს რეგულარული სალექციო ციკლის ორგანიზებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის (DCFTA) თემატიკაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში აკრედიტირებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსთვის. ლექციებს ჩაატარებენ EUGBC-ის კვალიფიციური ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოში არსებული წამყვანი ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელები და  ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები. სამიზნე ჯგუფს ძირითადად წარმოადგენენ სტუდენტები ეკნომიკის, ბიზნესის, საერთაშორისო ურთიერთობის, საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტებიდან. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ვროპულ ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ღრმა და ყოვლლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი ამ მიმართულებით შემდგომი ჩართულობის უზრუნველჰყოფა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია
     


« იხ. ყველა ანონსი