2014-12-03

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

3 დეკემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ იურიდიულ ფაკულტეტსა და ზურაბ გურგენაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ „გურგ“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება:
  • იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის დაწესება;
  • პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები;
  • სტუდენტების უფასო სტაჟირებისა და პრაქტიკის პროგრამები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №3,  თსუ II კორპუსი, 135-ე აუდიტორია (მცირე საკონფერენციო დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი