2018-02-16
კონკურსი სკოლებში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“
16 თებერვალს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსის „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“ მეორე ეტაპს გამართავს, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სკოლის მოსწავლეები დაესწრებიან. კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონკურსის მონაწილეები ეწვევიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მოსწავლეები მოისმენენ ორ საჯარო ლექციას. უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე წაიკითხავს ლექციას თემაზე „საუნივერსიტეტო განათლება საქართველოში“, პროფესორ თინათინ მარგალიტაძის ლექციის თემა კი „თანამედროვე ქართულ ენაში ინგლისური ენის გავლენით მიმდინარე პროცესები და მათი გამომწვევი მიზეზები“ იქნება.
მოსწავლეები და პედაგოგები დაათვალიერებენ უნივერსიტეტის ისტორიულ შენობას, მის პანთეონს და გაეცნობიან უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას. კონკურსში მონაწილეობისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 30 სკოლა და 350 მოსწავლეა დარეგისტრირებული.
კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილე მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ესსე თემაზე: „რატომ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“. კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სკოლებს 2018 წლის აპრილში გამოავლენს. ფინალისტების დაჯილდოების ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 აპრილს, ქართული ენის დღეს გაიმართება.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი