2011-04-28

ქართულ–პოლონური კონფერენცია სამართლის ისტორიის მიმართულებაში

28 აპრილს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება იურიდიული ფაკულტეტისა და გდანსკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთობლივი კონფერენცია სამართლის ისტორიაში.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილე პროფესორები წაიკითხავენ მოხსენებებს სამართლის ისტორიის სფეროში. მოხსენებით წარსდგება გდანსკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი