2018-02-15

მე-6 ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებეში

15 თებერვალს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ზუსტ და საბუმენისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-6 ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენციის პლენარული სესია გაიმართება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 2017 წლის სამეცნიერო შედეგები.

მე-6 ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენცია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებეში 12 თებერვალს გაიხსნება და 15 თებერვალს დასრულდება.

კონფერენციაში ფაკულტეტის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები.

პლენარულ სესიაზე გამარჯვებული სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ნაშრომებს. პლენარული სესიის განმავლობაში სტენდური სახით იქნება  წამოდგენილი დეპარტამენტების შემაჯამებელი სამეცნიერო ანგარიშები.

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების  ერთობლივ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებულია „დეკანის პრიზი  საუკეთესო მოხსენებისთვის“ 600 ლარის ოდენობით.  თითოეული დეპარტამენტიდან გამოვლენილი იქნება ერთი გამარჯვებული.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი