2012-12-10

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღე თსუ-ში

10 დეკემბერს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღია კარის დღეს გამართავს. ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
ღია კარის დღეზე ავთანდილ დემეტრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ადამიანის უფლებები.“
ღონისძიების ორგანიზატორებია: თსუ იურიდიული ფაკულტეტი, გაეროს განვითარების პროგრამა,  კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი,  „კონსტიტუციის 42-ე მუხლი.“

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა (1 სართ).

« იხ. ყველა ანონსი