2017-05-25
ყოველწლიურ სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია გენდერის კვლევაში
25 მაისს, 10:00-16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ
გენდერის კვლევაში მესამე ყოველწლიურ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაზე.
კონფერენცია კვლევითი-სამეცნიერო ხასიათისაა. მისი მიზანია სტუდენტური კვლევის წახალისება და მხარდაჭერა და სტუდენტთა შორის გენდერის კვლევებში აკადემიური დისკუსიის ხელშეწყობა. წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინოთ თავიანთი ნაშრომები ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შემდეგ საკითხებზე:
• გენდერული თანასწორობის აღქმა - საზოგადოებრივი აზრის კვლევა;
• გენდერი პოპულარულ კულტურასა და მედიაში;
• სამართალი და რეალობა - ქალთა უფლებების დე ფაქტო და დე იურე მდგომარეობა საქართველოში;
• ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა - ისტორია და აწმყო.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: თსუ, 1 კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, ოთახი №212
« იხ. ყველა ანონსი