2009-06-19

სხვადასხვა სკოლის 30 წარჩინებული მოსწავლე ქალაქ ათენში არდადეგებს საზაფხულო ბანაკში გაატარებს

პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და ქალაქ ათენის მერიის ინიციატივით ხორციელდება. მოსწავლეები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში ბერძნული ენის შესწავლისას თავი გამოიჩინეს საბერძნეთში მასწავლებლებთან ერთად გაემგზავრებიან. 20 ივნისს 12 საათზე თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართება შეხვედრა აღნიშნულ მოსწავლეებთან. შეხვედრას საბერძნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 13, თსუ VIII კორპუსი, II სართული.
Print

« იხ. ყველა სიახლე