პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო
განათლება უმაღლესებისათვის“ ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის,
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ეროვნული სამეცნიერო
ბიბლიოთეკისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
თანამშრომლებისთვის მეწარმეობის შესახებ ტრენინგი დაიწყო.
ტრენინგს, რომელიც თსუ-ცოდნის გადაცემისა და
ინოვაციების ცენტრის მიერ მოპოვებული დაფინანსებით 5 დღის განმავლობაში
ჩატარდება, ესექსის უნივერსიტეტისა და “Change School”-ის წარმომადგენლები
გაუძღვებიან.
სატრენინგო კურსის გავლის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი
უნივერსიტეტების თანამშრომლები თსუ-ში 3 თვის განმავლობაში “TECHART
SESSIONS” - ტრენინგების სერიას ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც 600-მდე
სტუდენტი სტარტაპ ეკოსისტემასა და მის განვითარებას, ბიზნესის დაწყების
წესებსა და მართვას შეისწავლის.
პროექტი დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო
პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება
უმაღლესებისათვის“ ფარგლებში, რომლის დაფინანსებაც თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, University of
Essex-ისა და Change School-ის კონსორციუმმა მოიპოვა.