ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-20

"ლიტერატურული კიევი" დღეს

კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში  ტარას შევჩენკოს დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა და ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, მთარგმნელმა ირინე მოდებაძემ.
კონგრესზე მიწვეული ასზე მეტი უცხოელი სტუმრიდან კიევში ჩავიდა მხოლოდ ათი, მათ შორის, ოთხი ქართველი.
კონგრესის დასასრულს, სტუმრებს გადასცეს უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო, ტარას შევჩენკოს სახელობის ორდენი, სამეცნიერო მამაცობისა და უკრაინული კულტურის ერთგულებისათვის.
    

Print

« იხ. ყველა სიახლე