2009-04-03
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია შეხვდა
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია შეხვდა. შეხვედრას რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუაც ესწრებოდა: “მეამაყება, რომ, ბატონი ლაშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულია. განსაკუთრებით მიხარია, რომ მან იურიდიული ფაკულტეტის დაამთავრა და წარმატებას მიაღწია. ვიცი, რომ დღეს საინტერესო მოხსენება და პასუხები გველოდება ყველა იმ საკითხზე, რაც საუნივერსიტეტო საზოგადოებას აინტერესებს.” აღნიშნა გიორგი ხუბუამ. ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკონომიკურ დიპლომატიასა და ფინანსური კრიზისის თემაზე ისაუბრა, აგრეთვე ერთი მილიარდ ორასი მილიონ რვაასი ათასი დოლარის ეგვიპტური ინვესტიციის შესახებ, რომელიც შესაძლოა ცხრა თვის განმავლობაში განხორციელდეს. მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკურ კრიზისსა და მისი დაძლევის გზებზე; შეეხო 9 აპრილს დაგეგმილ ოპოზიციის გამოსვლებს. “იმისათვის, რომ ქვეყანაში ინვესტიცია შემოვიდეს, საჭიროა სტაბილური სიტუაცია და დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის”
« იხ. ყველა სიახლე