ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-16

"ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა” - პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ  ბოლო წლებში გამოცემული სამეცნიერო პროდუქციის გამოფენა გაიმართა.
„ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს გამოფენა სიმბოლურად დაგვემთხვია 14 აპრილისათვის. ჩვენთვის ეს ძალიან საზეიმო დღეა იმიტომ, რომ  საშუალება გვაქვს, ფართო საზოგადოების წინაშე წარვადგინოთ ყველა წიგნი, რომელზეც ჩვენმა მეცნიერებმა იმუშავეს და რომელიც დაიბეჭდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ეგიდით. აქ არის წარმოდგენილი სრულიად სხვადასხვა ჟანრის წიგნები, არის როგორც აკადემიური გამოცემები, ასევე სამეცნიერო კრებულები, საგრანტო პროექტების ფარგლებში დაბეჭდილი კრებულები, სახელმძღვანელოები უნივერსიტეტებისათვის, სპეციალური თემატური კრებულები, ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელთა ნაშრომები და ასევე წარმოდგენილია ის რამდენიმე მნიშვნელოვანი უცხოური გამოცემა, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტმა განახორციელა ამ პერიოდში. ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი მოსავალი გვქონდა ამ წლების განმავლობაში, რაც ადასტურებს იმას, რომ ინსტიტუტი ძალიან  მაღალი მოტივაციით და ენერგიით მუშაობს“,  - განაცხადა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა ირმა რატიანმა.
გამოფენის ფარგლებში  ლიტერატურის ინსტიტუტის გზამკვლევის სერიის მესამე წიგნის - "ათონის საღვთისმეტყველო-ლიტერატურული სკოლა” - პრეზენტაცია გაიმართა.






Print

« იხ. ყველა სიახლე