საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ლექცია წაიკითხა.უსაფრთხოების თემაზე ლექციის მოსასმენად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დავით სიხარულიძემ გლობალურ-რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და მისი უზრუნველყოფის სამხედრო კომპონენტები განიხილა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე, საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტების - ქვეყნის რეინტეგრაციის, ენერგეტიკული უსაფრთხოების და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა. ლექციის დასრულების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ თავდაცვის მინისტრისთვის კითხვები დაესვათ. შეხვედრის შემდეგ დავით სიხარულიძემ განათლების სფეროში ერთობლივი მუშაობის პერსპექტივებზე ჟურნალიტებთან ისაუბრა: “ძალიან სასიამოვნო და თბილი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უფრო გაღრმავდება. თანამშრომლობა იქნება, როგორც განათლების, ასევე კვლევების სფეროში. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სწორედ ამ მიმართულებებით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდეს.”თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის საკითხებზე კომენტარი უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ხუბუამაც გააკეთა: “თავდაცვის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო პერსპექტივები გამოიკვეთა. ჩვენ შევთანხმდით, რომ თავდაცვის უწყებასთან ერთად, ერთობლივი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმ პრიორიტეტებს გამოკვეთს, რის მიხედვითაც უნივერსიტეტს თავდაცვის სამინისტროსათვის კადრების მოამზადება შეეძლება. დღევანდელი შეხვედრა ძალინ საინტერესო დასაწყისია თავდაცვის სამინისტროსთან მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობითვის”.