2014-06-13
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულთა დაჯილდოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება გაიმართა. თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის; კერძო სამართლის; საერთაშორისო და კონსტიტუციური სამართლისა და სამართლის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებმა.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თამარ ზარანდიას განცხადებით, „იურიდიული ფაკულტეტი არ ღალატობს ტრადიციებს და ატარებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებმა, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი სამეცნიერო აქტიურობა განახორციელონ სამართლის სხვადასხვა მიმართულებით. წელს ძალიან საინტერესო მოხსენებები იყო და ძალიან გაგვიჭირდა საუკეთესოს გამოვლენა. სასიამოვნოა, რომ აქტიურობა იყო მაღალი. სასიხარულოა, რომ დაჯილდოების პროცესში მონაწილეობა მიიღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც. ვფიქრობ ეს ტრადიცია უნივერსიტეტში გაგრძელდება და მსგავსი სამეცნიერო აქტივობები იქნება დაფასებული.“
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთ გამარჯვებულს (კერძო სამართლის მიმართულებით) გიორგი მელაძეს იურიდიული ფირმა "გაბუნია და პარტნიორების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დიმიტრი გაბუნიამ ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა.
კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის გიორგი მელაძის თქმით, „ეს კონკურსი კარგი საშუალებაა სტუდენტებისთვის გაიღრმაონ ცოდნა და ამასთან ერთად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები სამეცნიერო სარბიელზე, გაეცნონ საზოგადოებას და ფართო წრეს. კარგი იქნება თუ ხშირი ხასიათი მიეცემა მსგავს აქტიოვობებს და გაცილებით მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.“
„მოხარული ვარ, რომ თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე ასეთი კონფერენციები იმართება და სტუდენტები აქტიურობენ. მოდის იურისტების ახალი, კარგი თაობა, ძალიან სჭირდება დღევანდელ საქართველოს კვალიფიციური კადრები. მე როგორც ერთმა მოქმედმა ადვოკატმა, გადავწყვიტე, რომ კერძო სამართლის დარგში დაგვეჯილდოებინა გამარჯვებული ფულადი პრიზით და ამას მივცემთ სისტემურ ხასიათს. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა იურისტს, რომელიც ამ სფეროში არის დასაქმებული შესძლებისდაგვარად გვერდში ამოუდგეს თსუ-ს ამ დიდ საქმეში. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ მეგობრობას რათა წავახალისოთ სტუდენტები,“- აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

« იხ. ყველა სიახლე