ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-04-14

წარმატებული სავალუტო რეფორმის ავტორი სტუმრად თსუ–ში

14 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თელ–ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ლეონარდო ლიდერმანი ეწვია. ლიდერმანმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „წარმატებული სავალუტო რეფორმა“.
პროფესორმა ლიდერმანმა აღნიშნა, რომ იმ ტიპის სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება რეფორმების შესახებ.  პროფესორმა ვრცლად ისაუბრა გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზეც, რომელმაც მსოფლიო პატარა ლაბორატორიას დაამსგავსა, სადაც შესაძლოა კრიზისზე სხვადასხვა ქვეყნის რეაქციებზე დაკვირვება. ყველაზე ნეგატიური გავლენა ამ კრიზისმა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე იქონია, სადაც წარმოების მაჩვენებელი 14–18%–ით დაეცა. საქართველოში ამ მაჩვენებლის კლებამ 3.9% შეადგინა, თუმცა, 2010 წლისათვის პოზიტური ტენდენციებია მოსალოდნელი.
პროფესორი ლიდერმანი საქართველოს ეროვნული ბანკის მოწვევით სტუმრობს. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში პროფესორი კონსულტაციას გაუწევს ეროვნულ ბანკს ქვეყნის საფინანსო სისტემის ლარიზაციის პროცესში.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე