2018-07-23

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ მოაწერენ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით.  მემორანდუმის მიხედვით, თსუ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან ერთად განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს; იზრუნებენ ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება-გადამზადებაზე, საუნივერსიტეტო განათლებისა და კვლევითი პოტენციალის განვითარებაზე, პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და ახალი სამეცნიერო კადრების მომზადებაზე; განახორციელებენ სპეციალისტებისა და დელეგაციების გაცვლას, შეხვედრების, სამეცნიერო კონფერენციების, სემინარებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას.




Print

« იხ. ყველა სიახლე