2010-03-31
„ვთამაშობთ სამანიშვილს“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა მორიგი პრემიერა გამართა. თსუ-ს კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით თეატრმა „სხვენი“ დავით კლდიაშვილის ნაწარმოების „სამანიშვილის დედინაცვალის“ მიხედვით დადგმული ინტერპრეტირებული სპექტაკლი წარმოადგინა. რეჟისორის გიორგი გომორაშვილის მუსიკალურ პანტომიმაზე მუშაობა დასის მსახიობებმა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. „
პლასტიკით გამოხატული ემოციები ტექსტით
გავამდიდრეთ და სცენაზე ნაწარმოების ახლებური ვერსია გავაცოცხლეთ, იმედი მაქვს მაყურებელი დადებითად მიიღებს ჩვენს ექსპერიმენტს,“ – აღნიშნა რეჟისორმა.
პრემიერის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასი ახალ სპექტაკლს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში წარმოადგენს.
« იხ. ყველა სიახლე