ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - „როგორ შევაფასოთ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები“.
ტრენინგს ესწრებოდნენ "მედია ფსიქოლოგიის" სამაგისტრო, სტომატოლოგიისა და მედიცინის ერთსაფეხურიანი და "პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები და პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი.