2014-11-06

შეხვედრა ERASMUS MUNDUS-ის პროექტების კოორდინატორებთან და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS MUNDUS-ის პროექტების BACKIS, HERMES, EMBER კოორდინატორებთან და 4 ევროპული უნივერსიტეტის (სევილიის, ათენის, სოფიას  და ვიადრინას) წარმომადგენლებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.  
„პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მობილობის პროგრამები, რომელშიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს როგორც პარტნიორი 2011 წლიდან. შეხვედრაზე კოორდინატორებმა წარმოადგინეს ასევე ის პროგრამები, რომელშიც საქართველო მონაწილეობს როგორც ქვეყანა, სადაც თსუ სტუდენტებს, პროფესორებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეუძლიათ განაცხადების გაკეთება. ERASMUS MUNDUS-ის  პროექტები ეხება როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან მობილობას,“- განაცხადა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა თეა გერგედავამ.
„HERMES-ის პროგრამაში ჩართულია ევროპის 6 ქვეყნის 7 უნივერსიტეტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ საბერძნეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, იტალიის, გერმანიისა და შვედეთის უნივერსიტეტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილები შეზღუდულია, ვფიქრობ, HERMES-ის პროგრამა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საქართველოში დაამთავრეს ბაკალავრიატი, სურთ მიიღონ მაგისტრის ხარისხი და სწავლის გარკვეული ნაწილი გაატარონ ევროკავშირის იმ უნივერსიტეტებში, რომელიც ჩართულია ჩვენს პროექტში“-აღნიშნა HERMES-ის პროგრამის კოორდინატორმა ამალია მოსერიმ.
შეხვედრა  საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა.
     

Print

« იხ. ყველა სიახლე