2019-04-04

კონფერენცია გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც რომელიც „მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენციის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ ფარგლებში გაიმართა.  
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა და კვლევითი ცენტრებში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა, აგრეთვე, ქართული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებმა. 

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და ისაუბრეს თანამედროვე ბიოტექნოლოგიის პრაქტიკულ ასპექტებსა და პერსპექტივებზე. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური სესია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებმა  წარმოადგინეს სასტენდო მოხსენებები.  კონფერენცია, რომელიც 5 აპრილამდე გაგრძელდება, თსუ-ს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.   
ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები გახლდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.  




Print

« იხ. ყველა სიახლე