ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი ამერიკული ბესტსელერის, ქირურგთა სამაგიდო წიგნის
„შაინის ს
აღი აზრი გადაუდებელ აბდომინურ ქირურგიაში“ პრეზენტაცია. წიგნის მთარგმნელი და პროექტის ხელმძღვანელია მედიცინის დოქტორი
თეიმურაზ ქემოკლიძე, სამეცნიერო რედაქტორია მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
მერაბ კილაძე, რეცენზენტია მედიცინის დოქტორი
კახაბერ კიკვიძე.
თსუ რექტორის, აკადემიკოს
ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „
თბილისის სხელმწიფო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია, რომ სტუდენტობამ მიიღოს ისეთივე განათლება, როგორსაც მიიღებდა საზღვარგართის წამყვან უნივერსიტეტებში. ამიტომ, აუცილებელია ამ მიმართულებით ითარგმნოს სახელმძღვანელოები. ასეთი ტიპის სახელმძღვანელოებით უკვე შესაძლებელია ჩვენთან მიღებული ცოდნის დონე დავაახლოვოთ იმ ცოდნის დონესთან, რომელიც არის მსოფლიოს წამყვან უნვერსიტეტებში. ეს არის მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით შესრულებული თარგ
მანი, საკმაოდ მაღალ დონეზე თარგმნილი და ასეთი ტიპის მუშაობა სხვა ფაკულტეტებზეც ინტენსიურად მიმდინარეობს.“
„ეს გახლავთ სამაგიდო წიგნი მრავალი ქირურგისთვის სხვადასხვა ქვეყანაში . ის თარგმნილია ძალიან ბევრ ენაზე და ჩვენც გამოვეცით ქართულ ენაზე. ეს წიგნი არის ძალიან არასტანდარტული, არაფორმალური, დაწერილია ცოცხალი ენით და რეალური ქირურგიის მოთხოვნების გათვალისწინებით. მასში თავმოყრილია როგორც ავტორის პირადი გამოცდილება, ისე სხვადასხვა წამყვანი უცხოური ცენტრების გამოცდილება. წიგნი მოიცავს მკურნალობის როგორც ტრადიციულ, კლასიკურ მეთოდებს, ასევე უახლეს, ულტრათანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ ჩარევებს. სამედიცინო ლიტერატურა საქართველოში არ არის განებივრებული ასეთი დონის სახელმძღვანელოებით, ამიტომ ეს წიგნი ძალიან დიდი შენაძენია სამედიცინო საზოგადოებისა და ქირურგებისთვის,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა
მერაბ კილაძემ.
„ეს ნაშრომი ამერიკაში ბესტსელერია, რომელიც თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე. ძალიან თანამედროვე წიგნია, უჩვეულოდ არის დაწერილ, ადვილად აღიქმება. მასში დისკუსია უფრო მეტია ვიდრე დოგმა და არის ძალიან პრაქტიკული. წიგნში არის ისეთი მომენტები, რომელიც ქირურგიაში ძველ წა
რმოდგენებს აქარწყლებს ან აკრიტიკებს,“-განაცხადა წიგნის მთარგმნელმა
თეიმურაზ ქემოკლიძემ.
წიგნი გათვალისწინებულია როგორც პრაქტიკოსი და ახალგაზრდა ქირურგებისთვის, ასევე მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებისთვის. მასში დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი, როგორც კლასიკური და ტრადიციული, ისე თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ჩარევები და მანიპულაციები; სათანადოდ არის შეფასებული მათი როლი და მნიშვნელობა პაციენტის კომპლექსური გამოკვლევებისა და მკურნალობის დროს. მოცემულია მაღალპროფესიული, ულტრათანამედროვე რჩევები და რეკომნდაციები: თუ როგორ უნდა იმოქმედონ ექიმებმა რთულ და გაურკვეველ სიტუაციებში და იპოვონ მარტივი და ელეგანტური გამოსავალი ზოგჯერ თანამედროვე ტექნოლოლოგიების გამოყენების გარეშე, კლასიკური კლინიკური მიდგომისა და აზროვნების მეშვეობით.
წიგნი გამოსცა თსუ გამომცემლობამ უცხოურ სახელმძღვანელოთა თარგმნისა და გამოცემის საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში.