2017-10-14
ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის ჩემპიონატი ჩატარდა.
ინტელექტუალური ჩემპიონატის შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა: I ადგილი - გუნდი „ვეფხვი და მოყმე“, II ადგილი - გუნდი ,,თინათინ გვანცან-დარეჯანი“, III ადგილი - გუნდი „ბე“. გამარჯვებულებს ბიბლუსის წიგნების ვაუჩერები (I ადგილი - 500
ლარიანი, II ადგილი - 300 ლარიანი და III ადგილი - 200 ლარიანი) და
,,ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშის“ პირველი გამოცემა გადაეცათ.
ჩემპიონატში სულ 12 სტუდენტური გუნდი იღებდა მონაწილეობას. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და ბრენდირებული საჩუქრები.
ჩემპიონატის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ, სტუდენტებს, გაემეორებინათ ვეფხისტყაოსანი. ღონისძიება ,,ორბელიანი საქართელო"-სა და ფონდ ,,იავნანა"-ს ხელშეწყობით გაიმართა. პროექტის ორგანიზატორები არიან ლევან გელაშვილი და შალვა ბერიანიძე.
« იხ. ყველა სიახლე