2009-05-15
15 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა
15 მაისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს სამინისტროს საქმიანობასა და სამომავლო სტრატეგიას გააცნობს.
უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაგეგმავენ ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებს და პროექტებს.
უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაგეგმავენ ერთობლივად განსახორციელებელ ღონისძიებებს და პროექტებს.
« იხ. ყველა სიახლე