2014-01-10
ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მწერლისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართულ-ებრაული მეგობრობის ოცდაექვსსაუკუნოვანი იუბილის სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარის ჯამლეთ ხუხაშვილის განცხადებით, „თსუ-ში იმ პიროვნების ხსოვნის საღამო აღინიშნა, რომელიც ორივე ერისთვის - ქართველებისთვის და ებრაელებისთვის საამაყოა. ჯემალ აჯიაშვილი იყო უნიჭიერესი, თავმდაბალი, მოკრძალებული პიროვნება, რიგითი კარგი ადამიანი.“
„თსუ-მ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ადამიანს, რომელმაც შედევრები დაუტოვა ქართულ ხელოვნებას - შუა საუკუნეების ლიტერატურის უბადლო თარგმანები. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ დედაუნივერსიტეტში, სადაც 1944 წლიდან ისწავლება ებრაული ენა, გაიხსენეს ჯემალ აჯიაშვილი“, - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, ებრაისტმა თამარ მახარაშვილმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და გაიხსენეს ჯემალ აჯიაშვილი მეგობრებმა, კოლეგებმა, ნაცნობებმა; გაიმართა ჯემალ აჯიაშვილის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება, ასევე საზოგადობრივი მაუწყებლის ოქროს ფონდიდან წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერების დემონსტრაცია.
რუსთაველის პრემიის ლაურეატმა ჯემალ აჯიაშვილმა ქართულ ენაზე თარგმნა შუა საუკუნეების ებრაული პოეზია, შექსპირი, დანტე, პეტრარქა, მიქელანჯელო, მაიაკოვსკი, ჩიკამაცუ და სხვა. იგი წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ბიბლიის ებრაულსა და თანახის ტექსტებს.

« იხ. ყველა სიახლე