ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-10

ბაკურიანის ზამთრის სკოლა თემაზე: „ტრავმატიზმი"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის,  EMSA TSU-ს, თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის და  საქართველოს ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ბაკურიანში გაიმართა ზამთრის სკოლა თემაზე: „ტრავმატიზმი". ზამთრის სკოლაში მედიცინის ფაკულტეტის 17-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც ნაშრომები ჟიურის წარუდგინეს.
სტუდენტებს ტრავმატიზმის აქტუალურ პრობლემებზე სემინარი ჩაუტარა საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა  ლევან ნაჭყებიამ.
ზამთრის სკოლის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა  საქართველოში ტრავმატოლოგია-ორთოპედიის განვითარების ეტაპებისა და პერსპექტივის გარშემო.  დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც სტუდენტები ასევე ჟიურის წევრები.
ბაკურიანის ზამთრის სკოლის სტუდენტებს გადაეცაემათ სპეციალური სერტიფიკატი. პროექტი, რომლის ავტორები არიან თსუ მედიცინის ფაკულტეტი, EMSA-TSU, თსუ-ის სტუდენტური თვითართველობა და  საქართველოს ექიმთა ასოციაცია,  მედიცინის ფაკულტეტმა დააფინანსა.
ზამთრის სკოლის  ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ  მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლები: საქართველოს ექიმთა ასოციციის თავმჯდომარე, თსუ-ის პროფესორი გია ლობჟანიძე; მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ პროფესორი თამარ რუხაძე; საქართველოს ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივანი და მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ზაზა ხაჭიპერაძე და საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი  ლევან ნაჭყებია.  


Print

« იხ. ყველა სიახლე