2014-04-23
სამეცნიერო ფორუმი და გამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სამეცნიერო ფორუმი გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფორუმზე საფაკულტეტო კომისიების მიერ შერჩეული საუკეთესო მოხსენებები წაიკითხეს ავტორებმა - თსუ პროფესორებმა, ემერიტუსებმა და მეცნიერ-თანამშრომლებმა. თითო ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იყო თითო ნაშრომი. ფორუმში მონაწილე მოხსენების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატი და წამახალისებელი თანხა 5 ათასი ლარის ოდენობით.
ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ივანე ჯავახიშვილი საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადამიანია, საზოგადო მოღვაწე, დიდი ქართველი მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი. უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საიუბილეო დღეებში ყოველწლიურად ჩატარდეს სამეცნიერო ფორუმი, სადაც სამი დღის განმავლობაში მოხსენებებით წარსდგებიან და წინა წლის სამეცნიერო შედეგებს გააცნობენ აუდიტორიას ყველა ფაკულტეტის წარმომადგენელი პროფესორები, სტუდენტები.“
„სასიხარულოა, რომ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. დღეს პირველად გაიცა ძალიან დიდი რაოდენობის გრანტები, რომელიც მიიღებეს მკვლევრებმა. ეს არის იმ ღვაწლის აღნიშვნა, რომელსაც ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები ეწევიან და კარგი სტიმული ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, რომ იმუშაონ იმ მიმართულებებით, რომელიც განვითრებულია თსუ-ში,“- აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ.
ფორუმის პარალელურად, თსუ მუზეუმში ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა „ერთადერთი რაინდი“ გაიმართა. თსუ მუზეუმის დირექტორის მაია გურაბანიძის განცხადებით, „ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თსუ-ს მუზეუმსა და ეროვნულ არქივში დაცული მეცნიერის პირადი მემორიალური ნივთები და დოკუმენტები, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ივანე ჯავახიშვილის ხელნაწერები, მისი ხელით შესრულებული ორნამენტები, აგრეთვე უნივერსიტეტის დაარსების ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, რომელიც უნივერსიტეტის ისტორიაში განხორციელებულ ღირსშესანიშნავ ფაქტებს ქრონოლოგიურად გადმოგვცემს.“
„თსუ მუზეუმი და ეროვნული არქივი ტრადიციულად თანამშრომლობს ერთმანეთთან. ეს გამოფენაც ამ თანამშრომლობის შედეგია. მომავალში დაგეგმილია საიტის შექმნა, რომელშიც კომპაქტურად იქნება თავმოყრილი ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელთან არის დაკავშირებული,“- აღნიშნა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.
ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 23 აპრილს. საქართველოს საზოგადოება 2014 წელს მეცნიერის 138 წლის იუბილეს აღნიშნავს.

« იხ. ყველა სიახლე