ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-25

24 მაისის ინციდენტის მოკვლევის მასალები რეაგირებისთვის თსუ-ს უფლებამოსილ ორგანოებს გადაეცა

24 მაისს სტუდენტებს შორის მომხდარ ინციდენტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკითხის შესწავლა დაიწყო, რომლის პირველადი  მასალები შესასწავლად და შემდგომი დისციპლინარული რეაგირებისთვის უკვე გადაეცა უფლებამოსილ ორგანოებს. რაც შეეხება უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოთვალით გადაღებულ ვიდეოჩანაწერს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ეს მასალა გასაჯაროვდა.

„უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი, წესდება და უნივერსიტეტის შიდა განაწესი, ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი განსაზღვრავს იმ ზომებს, რასაც სტუდენტის მიერ დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისას მიმართავენ. ეთიკის კოდექსის თანახმად სტუდენტისთვის შეუფერებელ საქციელად მიჩნეულია ის ფაქტი, რაც მოხდა 24 მაისს და შესასწავლად გადაეცა უფლებამოსილ ორგანოებს“,- განაცხადა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ. მისივე განმარტებით,  შესწავლისას თუ დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა დისციპლინარულ დარღვევებს, ინციდენტში მონაწილე სტუდენტების მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები (წესდებით და შინაგანაწესით განსაზღვრულია საყვედურის გამოცხადება, განმეორების შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა).

Print

« იხ. ყველა სიახლე