2018-10-17
ნამურის უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორის ჟან-ფილიპ პლატოს საჯარო ლექცია თსუ-ში
არის თუ არა მუსლიმანური სამყარო ცივილიზაციურ კრიზისში - ამ თემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნამურის უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორის
ჟან-ფილიპ ნამურის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას თსუ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროფესორ ჟან-ფილიპ ნამურის ინფორმაციით, ლექციაზე საუბარი პოლიტიკასა და რელიგიას შორის ურთიერთობასა და ამ ურთიერთობაში ისლამის როლს ეხებოდა.
„ლექციის მიზანია, გავიგოთ რა არის მთავარი პრობლემა მუსლიმანურ ქვეყნებში. რა არის პრობლემების მიზეზი და საიდან მოდის ეს პრობლემები რელიგიიდან თუ პოლიტიკიდან? მე ვირწმუნები, რომ პრობლემების დიდი ნაწილი მოდის პოლიტიკიდან და არა რელიგიიდან,“ - განაცხადა პროფესორმა.
თსუ სტუდენტის
ერეკლე გოზალიშვილის თქმით, დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ლექციის თემა ძალიან საინტერესო იყო.
„მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები რელიგიასთან არის დაკავშირებული, სხვადასხვა რელიგია და განსაკუთრებით ისლამი დიდ როლს თამაშობს ბევრი ქვეყნისთვის პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებაში, შესაბამისად დღევანდელი ლექცია თითოეული სტუდენტისთვის გამოსადეგია,“ - აღნიშნა სტუდენტმა.
ჟან-ფილიპ ნამურის საჯარო ლექცია - The Muslim World Entrapped in a Civilizational Crisis? ინგლისურ ენაზე ჩატარდა.
« იხ. ყველა სიახლე