2009-05-14

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობამ პრესკონფერენცია ჩაატარა. ტრადიციული ფოლკლორისა და ხელოვნების სტუდენტური ფესტივალის “ერის ხმის,” შესახებ პროექტის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებსა და საზოგადოებას გააცნეს პროექტის არსი და მიზნები. პრეზანტაციას ზაზა კორინთელი (ზუმბა) ესწრებოდა.

პროექტი “ერის ხმა” თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობისა და თბილისის მერიის ახალგაზრდული სამსახურის მხარდაჭერით ტარდება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ექნებათ საშუალება ნათლად წარმოაჩინონ თავიანთი პოტენციალი და ტალანტი ქართულ ტრადიციულ და ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკაში. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს თექვსმეტი უნივერსიტეტი მიიღებს. მოხდება ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა და მათი წახალისება. დასკვნითი კონცერტები 3,4,5 ივნისს მთაწმინდის პარკში შედგება.

Print

« იხ. ყველა სიახლე