ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-06-03

ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა კლასტერული აკრედიტაციის საკითხი განიხილეს. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მიერ დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფის მეოთხე სამუშაო შეხვედრა ელექრონული პორტალი zoom-ის მეშვეობით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა თემატური ჯგუფის 65 წევრი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი,  ლაშა მარგიშვილი, ესტონეთის პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი,  ლია ლაური და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, ბაბეშ-ბოიოის უნივერსიტეტის პროფესორი,  ანკა გრისი.
 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა მარგიშვილმა შეხვედრაზე წარმოადგინა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხედვა კლასტერული აკრედიტაციის შესახებ, უცხოელმა კოლეგებმა კი შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს თუ რა გამოცდილება არსებობს ევროპულ ქვეყნებში ამ მხრივ, რა გზა გაიარეს პროგრამების შეფასების მხრივ ENQA-ს წევრმა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებმა და რა დადებითი და ნაკლოვანი მხარეები შეიძლება ქონდეს კლასტერული აკრედიტაციის ცალკეულ ფორმას.
 

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ თემატური ჯგუფი შეაფასებს აკრედიტაციის პროცესს და ასევე, შეისწავლის საერთაშორისო გამოცდილებას კლასტერული აკრედიტაციის თემაზე.  მიღებული შედეგების საფუძველზე, მოამზადებს რეკომედნაციებს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის კლასტერული აკრედიტაციის შემუშავებისა და დანერგვის შესახებ.
Print

« იხ. ყველა სიახლე