2019-04-22

„მეცნიერების თასი-2019“

20 აპრილს გაიმართა  ელექტრონული ტურნირის „მეცნიერების თასი-2019“ ფინალური ტური.  ტურნირი ჩატარდა  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან–დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ინიციატივით და მასში მონაწილეობდნენ   თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეები.
სამ ეტაპიანი შესარჩევი ტურების შედეგად წელს ფინალური ეტაპზე  გადავიდა 11 გუნდი –  5 თბილისის, 2–2 რუსთავისა და ფოთის, თითო–თითო გორისა და კასპის სკოლებიდან.  ფინალისტებსა და მათ გულშემატკივრებს  მასპინძლობდნენ  ფაკულტეტისა და SDSU-საქართველოს  სტუდენტები, სტუდენტური თვითმმართველობა, მონაწილე სკოლების კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტები. მასპინძლებს  შორის იყვნენ 2018 წლის ჩარიცხულ აბიტრიებტბს შორის  პირველი და მეორე რეიტინგის მქონე დემურ მერკვილაძე და თამარ რაზმაძე.
ტურის მიმდინარეობისას გულშემატკივრებს უმასპინძლა თსუ–საბავშვო უნივერსიტეტმა.
დახურვის ღონისძიებაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა  ასოც. პროფ.  რამაზ ხომერიკმა და SDSU-საქართველოს დეკანის მოადგილემ დოქტორმა ნუგზარ დავითაშვილმა გამარჯვებულ გუნდებს გადასცეს SDSU-საქართველოსა და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები.  გამარჯვებული და „მეცნიერების თასი–2019“ მფლობელი გახდა სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის გუნდი „კომაროვი“. გუნდის წევრები: ლევან გოგრიჭიანი, ნიკოლოზ ჩაფიძე, გიორგი შოგირაძე, ჯონი თოიძე, გიორგი კენჭოშვილი. ისინი სრულად დაფინანსდებიან SDSU-საქართველოს ფაკულტეტებზე ჩარიცხვის შემთხვევაში. მეორე ადგილზე გავიდა  ამავე სკოლის გუნდი  „მენდელეევ ტირე კლაპეირონი“ გუნდის წევრები: ირაკლი ანდღულაძე, თომა ფირცხელანი, ნინო ბერიშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, სოფო კიკნაძე, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა ქ. რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის გუნდმა „პენტაგონმა’’ გუნდის წევრები: სანდრო გიგოლაშვილი, მარიამ ორდენიძე, გალაქტიონ მეტრეველი, ნიკოლოზ ლომიძე, ვიკა ალადაშვილი.
გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფ ბეჟან თუთბერიძემ პირველი ადგილის მფლობელებს  გეოლოგიის დეპარტამენტის და ეროვნული მუზეუმიის სახელით გადასცა სამახსოვრო საჩუქრები, ასევე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის  პროფ. დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით გამარჯვებული გუნდი ეწვევა ეროვნულ მუზეუმს.   
დამსწრეებს მიესალმა თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ქალბატონი მარინა ლომოური
ფინალისტებს სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ თსუ სამახსოვრო საჩუქრები.
სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გუნდის კაპიტნებს, პაუხისმგებელი პირებისა და დირექტორებისთვის გადაეცათ არაფინალისტ მონაწილე გუნდებს, რომლებიც მოვიდნენ დახურვის ღონისძიებაზე.  საორგანიზაციო კომიტეტმა წამახალისებელი პრიზი გაუგზვნა სსიპ ქალაქ სენაკის 1-ლი საჯარო სკოლის მოწავლეს ცოტნე გოგოლს, რომელიც მარტო მონაწილეობდა და ნახევარფინალში და აჩვენა მაღალი შედეგი.
შეხვედრის მონაწილეებმა სამახსოვრო სურათი გადაიღეს პირველი კორპუსის წინ.



Print

« იხ. ყველა სიახლე