ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-04-16

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის ელჩის მეუღლეს უმასპინძლეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის ელჩის მასაიოში კამოჰარას მეუღლე ეწვია. დიპლომატის მეუღლე თსუ-ში არსებულ იაპონური ენისა და კულტურის ცენტრს გაეცნო და სტუდენტებს გაესაუბრა. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს. კერძოდ, ელჩის მეუღლის განცხადებით, დაგეგმილია იაპონიიდან ლექტორების ჩამოყვანა, რომლებიც თსუ-ს სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებების სპეცკურსებსა და ლექციებს წაიკითხავენ. გარდა ამისა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იგეგმება ქალბატონი კამოჰარას ლექციები კიმონოსა და ჩაის ტრადიციაზე იაპონიაში.
იაპონიის ელჩის მეუღლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ხუბუას მეუღლემ ნატო კაკულიამ უმასპინძლა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე