2016-04-05
სტიქიის დროს დაზიანებული თსუ-ს ლაბორატორია 10 თვეა მერიისგან სამშენებლო ნებართვას ითხოვს
იავანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიევერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტმა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიურ პროცესთან დაკავშირებით საველე ლექცია გამართა. ღონისძიებას თსუ სტუდენტები, პედაგოგები, კურსდამთავრებული გეოგრაფები, სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიდრო-მეტეოროლოგიური ლაბორატორიის აღდგენის პრობლემებზე. დღეისათვის სასწავლო პროცესი ლაბორატორიაში შეჩერებულია, სტუდენტები ვერ ერთვებიან საველე კვლევებში და ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია 10 თვეა აღდგენას ელოდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აგრეთვე თსუ-ს თანამშრომლებმა საკუთარი დანაზოგებიდან უკვე გამოყო გარკვეული თანხა, თუმცა პროცესს თბილისის მერიიდან სამშენებლო ნებართვის გაცემა აფერხებს.
„2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ თსუ რექტორის, კანცლერის მიერ 6 წერილია გაგზავნილი მერიაში, რომ ახალი ლაბორატორია განთავსებულიყო თავისისვე ან მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ 2 წერილწე მოვიდა პასუხი, რომ ეს ტერიტორია არის შეტბორვის ზონა. ჩვენი ლაბორატორიის ტერიტორია 5012 კვ. მეტრია და აქედან 1476 კვ. მეტრი არის შეტბორივის ზონა, სადაც გვაქვს დასკვნა გარემოს დაცის სააგენტოდან, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია განთავსდეს ლაბორატორიის შენობა-ნაგებობები. ლაბორატორიის მშენებლობისთვის გვაძლევენ ტერიტორიას, სადაც მთის ფერდია. ამ მთის ფერდის ჩამოჭრა გამოიწვევს მეწყრული მოვლენის გააქტიურებას და სწორედ ეს იქნება რისკის ზონა. ის პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს არის რეკრეაციული ზონა, სადაც უნდა განთავსდეს სპორტული მოედნები, ბილიკები, კაფეები, რესტორნები, ბარები, დასასვენებელი ადგილები. თუ შესაძლებელია ამ შენობების განთავსება, რატომ არ შეიძლება ლაბორატორიის არსებობა ამ ტერიტორიაზე. ასეთი პრაქტიკული ბაზა ამიერკავკასიაში მხოლოდ თბილისშია, რომელიც კომპლექსურად სწავლობს მდინარის ჰიდროლოგიურ რეჟიმს და მეტეოფაქტორებს, რომლებიც იწვევენ ამ ჰიდროლოგიური რეჟიმის ჩამოყალიბებას,“-განაცხადა თსუ ჰიდრო-მეტეოროლოგიური სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორიის გამგემ მერაბ ალავერდაშვილმა.
ლაბორატორიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელია ლაბორატორია თსუ-ს საკუთრებაში ასებულ ტერიტორიაზე განთავსდეს, რადგან სტიქიურად საშიშ მდინარეზე რეგულარულად მიმდინარეობდეს სამეცნიერო დაკვირვებები; სტუდენტები მუდმივად სწავლობდნენ სტიქიური პროცესების კვლევის თანამედროვე და ტრადიციულ მეთოდებს; აგრეთვე ამ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში კვლავ გაგრძელდეს სამეცნიერო შრომების მომზადება საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო დისერტაციებისათვის; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტში საჭირო განათლება მიიღონ სტუდენტებმა, რომლებიც შემდგომში საქართველოს სტიქიური პოცესების კვლევაში ჩაერთვებიან და 2015 წლის 13 ივნისის მსგავსი კატასტროფების თავიდან აცილება უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდება.

« იხ. ყველა სიახლე