2009-06-29

27 ივნისს 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებულმა გამომცემლობამ საკუთარი გამოცემების პრეზენტაცია გამართა

27 ივნისს 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებულმა გამომცემლობამ საკუთარი გამოცემების პრეზენტაცია გამართა. დიდუბის საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ხუთშაბათს გახსნილ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა საერთაშორისო ფესტივალში უნივერსიტეტის გამომცემელობა პირველად იღებდა მონაწილეობას. ფესტივალში ნებისმიერ მსურველს რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გამოცემაზე ინფორმაციის მიღება და სასურველი ლიტერატურის შეძენა შეეძლო. ფესტივალზე უნივერსიტეტის გამომცემლობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ასამდე წიგნი წარმოადგინა.
Print

« იხ. ყველა სიახლე