2014-01-14
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები შეისწავლიან ინგლისურენოვან და რუსულენოვან სამხედრო ტერმინებს და შეიმუშავებენ ქართულ შესატყვისებს. ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები შესაბამის ტერმინთა ჩამონათვალით უზრუნველყოფენ ელექტრონული ლექსიკონის (სამხედრო ტერმინთა განმარტების) შედგენას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენა იყოს განვითარებული და სხვადასხვა სფეროში იქმნებოდეს ახალი ტერმინები. სამხედრო სფერო არის ის სფერო, რომელშიც არის ბევრი ახალი სიტყვა და ბუნებრივია, მას სჭირდება ქართულ ენაში შესატყვისი ტერმინების ფორმირება. აქედან გამომდინარე, თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსა და თსუ-ს შორის, რომლის წამყვანი ბირთვი ამ სფეროში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტია, ძალზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება“,- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხეილ დარჩიაშვილის თქმით, „თავდაცვის სამინისტროსთვის მეტად პრიორიტეტულია თსუ-სთან თანამშრომლობის გაღრმავება, სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით სამხედრო ტექნიკურ ტერმინთა განმარტების ელექტროინულ ლერქსიკონს. ეს იქნება მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც შემდგომში გამოიყენებს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებები, თავდაცვის სამინისტრო, გაერთიანებული შტაბი და სრულიად საქართველო“.

« იხ. ყველა სიახლე