ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არიელის უნივერსიტეტის ( ისრაელი) პროფესორის რეუვენ ენოხის (რუბენ ენუქაშვილის) წიგნის The Passower Haggadah in Judeo-Georgian (“პასხის ლეგენდის ტრადიციული ქართული თარგმანი ქართველ ებრაელთა წრეში“) პრეზენტაცია გაიმართა.
„წიგნი ეხება ქართველ ებრაელთა მიერ თარგმნილ პასეკის ლეგენდის ტრადიციულ ტექსტს. ეს ტექსტი საუკუნეების განმავლობაში გადადიოდა ზეპირად თაობიდან თაობაზე, მაგრამ არასოდეს ყოფილა გამოცემული. ბოლოს მე შევძელი მისი ჩაწერა და გამოცემა. ეს არის ჩემი მესამე წიგნი ამ სერიიდან. პირველი და მეორე წიგნიც ასევე ბიბლიური წიგნების თარგმანებს მიეძღვნა. წიგნი გამოცემულია ისრაელის სამეცნიერო გამომცემლობის მიერ. ქართული თარგმანები განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ენის ისტორიისა და დიალექტოლოგიის კვლევისთვის, რამდენადაც ქართველ ებრაელთა მეტყველება ამ სფეროს განუყოფელი ნაწილია და ერთნაირად საინტერესოა, როგორც ქართველებისთვის ასევე ებრაელი ხალხისთვის“, - განაცხადა წიგნის ავტორმა არიელის უნივერსიტეტის პროფესორმა
რეუვენ ენოხმა (რუბენ ენუქაშვილი)
ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ებრაისტიკისა და არამეისტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.