ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-31

თსუ საგრანტო კონკურსებში კვლავ ლიდერია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ლიდერობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში.
საგრანტო კონკურსში ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები” დაფინანსებული 68 საპროექტო განაცხადიდან 23 გრანტი თსუ მაგისტრებისა და დოქტორების მიერ არის მოპოვებული, რაც დაფინანსებული განაცხადების 38%-ია საერთო ბიუჯეტით 317 610 ლარი.
კონკურსის შედეგად სტუ-დან დაფინანსდა 10 პროექტი, ილიაუნი-დან - 10 პროექტი,  საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან - 4 პროექტი, თსსუ-დან - 2 პროექტი.
ამავე დროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამის“ ზამთრის სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებშიც თსუ ლიდერობს. ქვეპროგრამის 8 პროექტიდან (საერთო ბიუჯეტი 310 700 ლარი) თსუ-ს 4 პროექტი დაფინანსდა (საერთო ბიუჯეტი 144 958 ლარი).
კონკურსის შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაფინანსდა 2 პროექტი.  თითო-თითო პროექტი მოიპოვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე