ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა საზაფხულო უნივერსიადის ფარგლებში გამართულ
ქვიშის ფეხბურთის ტურნირზე გაიმარჯვა.
ფინალურ მატჩში თსუ-ს სტუდენტურმა გუნდმა
თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3-2. გოლები
მეტოქის კარში
შაკო კაპანაძემ,
თორნიკე ქართველიშვილმა და
დათო
ჯავახიშვილმა გაიტანეს.