1 დეკემბერს 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის ელჩი ქალბატონი ურშულა დოროშევსკა ეწვია. ვიზითის ფარგლებში გაიმართ ათსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრა და ქართულ- პოლონური დოკუმენტური ფილმის “სამხედრო ქუდსა და ვეფხვის ტყავში” ჩვენება. ფილმი ეძღვნებოდა II მსოფლიო ომამდელ ქართველ ემიგრანტებბსა და პოლონეთის კონტრაქტორ ქართველ ოფიცრებს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა თსუ-ის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა და ქართველების გმირობაზე და ქართულ-პოლონურ ურთიერთობაზე ისაუბრა.