2010-03-26
ინტელექტუალური კონკურსი – “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”
26 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლენტეხისა და ცაგერის ეპისკოპოსი მეუფე სტეფანე ეწვია. მეუფე სტუდენტებს შეხვდა და ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
კონკურსი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტიის ფარგლებში ხორციელდება. კონკურსი უკვე 2 წელია სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეებს შორის იმართება. ამჯერად პროექტში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსის მონაწილეები 7-კაციან გუნდს ჩამოაყალიბებენ, გუნდის წევრებს კონკურსში გასვლისთვის ახალი და ძველი აღთქმიდან 25 კითხვა-პასუხის მომზადება დაევალებათ. გარდა ამისა, გუნდებმა შეჯიბრებისას უნდა წარმოადგინონ ერთი ქართული საგალობელი, ხალხური სიმღერა და ცეკვა ქართული ფოლკლორიდან.
კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, საფაკულტეტო, საუნივერსიტეტო და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეჯიბრის შედეგად კონკურსის ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, ხოლო 7 გამარჯვებული გუნდი ერთმანეთს ფინალში შეეჯიბრება.
კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები ხელმძღვანელთან ერთად იერუსალიმში გაემგზავრებიან, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ტაო-კლარჯეთს მოინახულებენ, ხოლო დანარჩენი ფინალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს მოილოცავენ.
ღონისძიებას სახელმწიფო უნვერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუაც დაესწრო. „რწმენა მოითხოვს მეტ ცოდნას, მეტ რაციონალურ ბაზისს და მოხარული ვარ, რომ ამ კონკურსის მეშვეობით გავარკვევთ თუ რა დონეზეა ახალგაზრდებში ბიბლიის ცოდნა, რომ მომავლისთვის ეს შედეგები გავითვალისწინოთ“, - აღნიშნა გიორგი ხუბუამ.
კონკურსის განაცხადების მიღება საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში 26 მარტს დაიწყება და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

« იხ. ყველა სიახლე