2018-12-06
თსუ რექტორი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
გიორგი შარვაშიძე მე-7 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ყველა იმ პრობლემას შეეხო, რომელიც უნივერსიტეტში, მათ შორის საფაკულტეტო დონეზე დგას. რექტორთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის
შოთა კეჟერაშვილის თქმით, შეხვედრა საინტერესო და პროდუქტიული იყო.
„ვფიქრობთ, რომ რექტორთან აქტიური თანამშრომლობით და ჩვენი მონდომებით, მოვახერხებთ, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას. ვიმედოვნებ, შემდეგი შეხვედრისთვის უკვე გვექნება გარკვეულ საკითხებზე რეაგირება და საბოლოოდ, მივიღებთ იმას, რაც მნიშვნელოვანია ყველა უნივერსიტეტელისთვის - უკეთესი გარემო და განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი,“ - აღნიშნა თვითმმართველობის პრეზიდენტმა.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა
არჩილ ჯავახიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ რექტორთან შემდეგ შეხვედრაზე უკვე გაკეთებულ საქმეებსა და ახალ გამოწვევბზე იქნება საუბარი. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტის
თამარ ლაშხის თქმით კი მსგავსი შეხვედრები სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამგვარად არის შესაძლებელი პრობლემების მოგვარება და ყველა სირთულის დაძლევა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 16 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირდაპირი წესით 140 დელეგატი (თითოეული ფაკულტეტიდან 20-20 დელეგატი) აირჩიეს, რაც თვითმმართველობის წევრთა (დელეგატთა) არჩევის წესში ცვლილების შეტანის შედეგად მოხდა.
« იხ. ყველა სიახლე