2014-04-14
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში
სტუდენტთა სამეცნიერო მოხსენებების და ესეების კონკურსის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის აღნიშნავს 14 აპრილს-ქართული ენის დღეს. წელს ამ დღეს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა კონკურსში გამარჯვებულები დასახელდა. ორი გამარჯვებული გამოვლინდა ესეების კონკურსში, ორიც - სამეცნიერო მოხსენებების კონკურსში,“-აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ.
ესსეების კონკურსში გაიმარჯვეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების II კურსის სტუდენტმა შორენა ცხადაძემ (“ჩვენი ენა ქართული“) და ქართული ფილოლოგიის მიმართულების III კურსის სტუდენტმა მარიამ კუბლაშვილმა („ქართული ენა და კულტურა“). სამეცნიერო მოხსენებების კონკურსში გაიმარჯვეს ქართული ფილოლოგიის მიმართულების I კურსის სტუდენტმა სანდრო ცხვედაძემ („სპარსული ენიდან შემოსული სიტყვები ბერნარდე ნეაპოლელის ზღაპრებში და მათი მნიშვნელობა თანამედროვე ქართულ მეტყველებაში“) და ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების მიმართულების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა ნათია კენჭიაშვილმა (თანამედროვე ქართული სოციოლექტის ფუნქციონალური ანალიზი (ჟარგონი, არგო, სლენგი).

« იხ. ყველა სიახლე