2012-03-09
8 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო ბანკმა თსუ სტუდენტებისთვის, პროფესსორ-მასწავლებლებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის პრეზენტაცია გამართა: "მსოფლიო განვითარების ანგარიში 2012: გენდერული თანასწორობა და განვითარება." ღონისძიების მონაწილეებს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი მიესალმა და აღნიშნა, რომ "საქართველოში გენდერული თანასწორობის პრინციპები ისტორიულად არსებობდა. ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს მიღებული კონსტიტუცია აღიარებდა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას. ამის მიუხედავად პრობლემა მაინც არსებობს, რომლის აღმოსაფხვრელად გარკვეული ღონისძიებებია გასატარებელი." მსოფლიო ბანკის ანგარიში წარადგინა მსოფლიო ბანკის ადამიანური განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა რევენგამ. მისი თქმით, მსოფლიოში ქალები ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ქალთა უფლებების დაცვი9ს მხრივ გარკვეული წინსვლა შეინიშნება, 35 მილიონამდე გოგონასასკოლო განათლებას მაინც ვერ იღებს, ქალის შრომა უფრო ნაკლებანაზღაურებადია, ვიდრე მამაკაცის და სიცოცხლის მანძილზე 510 მილიონი ქალი განიცდის პარტნიორის მხრიდან ძალადობას. შესაბამისად, დიდია ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების რიცხვი. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა ეფექტური და მოქმედი გენდერული რეფორმის გატარება." საჯარო პრეზენტაციას გაეროს წარმომადგენელი საქართველოში ჯემი მაკგოლდრიკი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი დაესწრნენ.
« იხ. ყველა სიახლე