2018-03-28
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ეროვნულ არქივს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად მხარეები მოამზადებენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთობლივ პროექტებს, ხელს შეუწყობენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. თსუ და ეროვნული არქივი ერთობლივად გამოსცემენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ოთხენოვან (ქართულ-ფრანგულ-გერმანულ-ინგლისური) მემორიალურ ალბომს.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ქართველ და უცხოელ სტუდენტთა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ახალი გამოცემების მომზადებითა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის საშუალებით.

« იხ. ყველა სიახლე