2014-07-09
გერმანელ მეცნიერს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა პროფესორ ოტო შულტს. საპატიო დოქტორის წოდება გერმანელ მეცნიერს თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა.
7 ივლისს თსუ-ში რიგით მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში – ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა გაიხსნა. სკოლა-სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორი და წამყვანი სპეციალისტი, ასევე პროფესორები ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტებიდან.
სკოლა-სემინარის მიმდინარეობისას პროფესორმა ოტო შულტმა წაიკითხა საჯარო ლექცია – „საერთაშორისო თანამშრომლობა, მეცნიერებით გაღვივებული და პოლიტიკით შეზღუდული – ცხოვრების ბედნიერი წლები“. ღონისძიებაზე ფიზიკის დოქტორ ანდრო კაჭარავასა და პროფესორ მიხეილ ნიორაძეს გადაეცათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლები ქართულ-გერმანულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის.
მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში 12 ივლისს დასრულდება.

« იხ. ყველა სიახლე