ბეჭდვა |/ დახურვა
 
2009-09-24

24 სექტემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის IV საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი “თბილისი 2009: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა”

24 სექტემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის IV საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი “თბილისი 2009: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს – ინსულტს ეძღვენება. ეს დაავადება მეორე ადგილზეა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ, როგორც მოზრდილთა სიკვდილიანობის მიზეზი და უდავო ლიდერი ინვალიდობის გამომწვევ დაავადებათა შორის. განსაკუთრებით აქტუალურია ინსულტის პრობლემა განვითარებად ქვეყნებში. ამჟამად ინსულტით როგორც ავადობის, ისე სიკვდილიანობის შემთხვევთა 2/3 ე.წ. მესამე ქვეყნებზე მოდის. ამ ფონზე უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების სამეცნიერო ასპექტების ღრმად წვდომას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვას.
კონფერენციაზე მოხსენებით მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების შესამაბიმისი დარგის აღიარებული ექსპერტები წარდგნენ. კონფერენციის მონაწილეებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი ნევროლოგ-ინსულტოლოგები აშშ-დან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ბაქოდან და ერევნიდან, რომლებიც ფორუმის მონაწილეებს უახლეს მეცნიერულ მიღწევებს გაუზიარებენ.
ინსულტის საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ამ უმძიმეს დაავადებასთან მებრძოლი ყველაზე ავტორიტეტული მსოფლიო ორგანიზაციაა, თავისი რეგიონული კონფერენციის ჩატარების ადგილად, უკვე მეოთხედ, ირჩევს თბილისს. კონფერენცია 3 წელიწადში ერთხელ იმართება და დარგის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილ მსოფლიო ფორუმებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ფორუმის წევრებს თსუ-ის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა მიესალმა.
Print

« იხ. ყველა სიახლე