2009-10-08

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი სტუმრადთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი სტუმრად
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
8 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრორქეტორი, პროფესორი როზიცა ბეიტსონი ეწვია. ვიტის ფარგლებში ცეუ-ს პრორექტორმა ქართველ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრები გამართა, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მომავალი თანამშრომლობის მიზნები დასახეს.
სახელმწიფო უნივერსიტეტში როზიცა ბეიტსონმა ქართველი სტუდენტებისთვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
ცეუ 1991 წელს სოროსის ფონდის დაფინანსებით ჩამოყალიბდა და მალევე გახდა ცენტრალური და დასავლეთ ევროპის „რეგიონის ინტელექტუალური ცენტრი”. ცეუ-ს მისიაა ხელი შეუწყოს ღია საზოგადოებისა და დემოკრატიზაციის პროცესს რეგიონში. ცეუ-ს აკადემიური პროგრამები რეგისტრირებული და აკრედიტირებულია აშშ-სა და უნგრეთში. დღეისათვის ცეუ-ში მსოფლიოს 30 სხვადასხვა ქვეყნიდან 300 პროფესორ-მასწავლებელი და 1500-მდე სტუდენტი ირიცხება, მათ შორის 40-ზე მეტი ქართველი სტუდენტი. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ძირითადად ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებზეა ორიენტირებული, ცეუ-სთან ასევე ფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა.
Print

« იხ. ყველა სიახლე